,,ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დასრულება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც კანონის წინაშე პასუხს აგებენ ისინი, ვინც უკანონოდ დააპატიმრა დღეს გათავისუფლებული ადამიანები", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და გათავისუფლებულ პოლიტპატიმრებს ღირსეული ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.
,,ვერ წარმომიდგენია, რომ სააკაშვილის გარდა ვინმე დაუშვებდა იმას, რომ ეს ადამიანები არ გათავისუფლებულიყვნენ. ისინი არიან აბსოლუტურად უდანაშაულო და ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის მაშინ როცა ეს ბრძოლა ყველაზე საშიში იყო. მიხარია, რომ ეს ადამიანები ბოლომდე ღირსეულნი დარჩნენ. ტელეფონის აღებას ვერ ავუდივარ, რადგან გათავისუფლებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მეხმიანებიან და ლამის აქეთ გვამხნევებენ. Mმინდა მათ მადლობა გადავუხადო ღირსეული ბრძოლისთვის. მათ გაუსაძლის პირობებში შეძლეს არა მარტო, ღირსების შენარჩუნება, არამედ ჩვენთვის ღირსეული მაგალითების მოცემა. მინდა ვთქვა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დასრულება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონის წინაშე პასუხს აგებენ ის ადამიანები ვინც უკანონოდ დააპატიმრა დღეს გათავისუფლებული ადამიანები", _ განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.
,,ვინც უკანონობა ჩაიდინა, გასცა უკანონო ბრძანებები და ვინც ეს ბრძანებები შეასრულა, მათ შორის სააკაშვილით დაწყებული, რა თქმა უნდა, მათ გათავისუფლებული პოლიტპატიმრების ადგილი უნდა დაიკავონ", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შედეგად ციხეები 190-მა პოლიტპატიმარმა დატოვა.