,,საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილი და დაპატიმრებული ადამიანები", _განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარმა ამნსტიის ძალაში შესვლის კომენტირებისას.
,,ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილი და დაპატიმრებული ადამიანები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ. Eეს პროცესი უკვე მოხდა და 190-მა პოლიტპატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა", -განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ დანარჩენ ამნისტირებულ პატიმრებს რაც შეეხება მათი საბუთების სასამართლოში გადაგზავნა უკვე დღეიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შედეგად 190 პოლიტპატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.