,,ამნისტირებულ ადამიანებს სჭირდებათ ფსიქოსოციალური, სამედიცინო რეაბილიტაცია", _განაცხადა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველმა უჩა ნაუაშვილმა, რომელიც ციხის მე-8 დაწესებულებაში პატიმრების გათავისუფლებას დაესწრო და ამ დღეს ისტორიული უწოდა.
,,ამ ადამიანებს სჭირდებათ ფსიქოსოციალური, სამედიცინო რეაბილიტაცია. ასევე ყურადღება სჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გათავისუფლდნენ მსგავისი ბრალებით. ათი წლის წინ გაეროს გენერალურმა მდივნამა შვიმერმა თქვა, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც კი ევროპაში არის ძალიან ბევრი. საქართევლოში ათეულობით და ასეულობით პოლიტპატიმარი იყო. დღეს ეს პროცესი მთავრდება ", _ განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამნტიის შესახებ კანონპროექტი ოფიციალურად ძალაში შევიდა და ციხეებს პირველ ეტაპზე პოლიტპატიმრები ტოვებენ.