”ჩვენ სააკაშვილის პირადი მძევლები და პატიმრები გავათავისუფლეთ", -განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ამნისტიის გამოცხადების კომენტირებისას და აღნიშნა რომ პოლიტპატიმრების საქმეებს გრიფი "საიდუმლო" მოეხნება.
"საზოგადოებამ ნახოს, ვის ეძახდა სააკაშვილი ჯაშუშებს და მოღალატეებს. საზოგადოებამ განსაჯოს, როგორ სამარცხვინოდ ხდებოდა ამ საქმეების შეთხზვა. ყველა ფურცელი უნდა გახდეს საჯარო და ამის შემდეგ მათ არ დარჩებათ არაფერი სალაპარაკო", -განაცხადა ბესელიამ.
ბესელიას განცხადებით, სირცხვილია, რომ ქვეყანას ამ დრომდე ჰყავდა სააკაშვილის პირადი მძევლები და პატიმრები.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ კანონო ოფიციალურად ძალაში შევიდა და ციხეებს პირველ რიგში, პოლიტპატიმრები ტოვებენ.
ბესელია გლდანის მე-8 დაწესებულებიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესს პიდადად დაესწრო. გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება 70 პოლიტპატიმარმა დატოვა. დღეს ციხეებს 190 პოლიტმატიმარი დატოვებს.