პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსით გათავისუფლებული ვახტანგ მაისაია მოითხოვს, რომ მის საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას. რუსთავის მე-17 საპყრობილიდან გათავისუფლებულმამაისიამ განაცხადა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით დარღვეულია კონსტიტუცია და ძალიან ბევრ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
"მიშა და მაგათი ბანდა რომ სისულეებს ლაპარაკობდა, ეს ყველაფერი გამოჩნდა. მე რუსეთის ჯაშუშობას არ მაბრალებდნენ. საქმეში წერია, რომ მე ვიყავი ნატო-ს სპეცსამსახურების ჯაშუში. გასცეს მიხეილ სააკაშვილმა პასუხი ნატო-ს გენერალურ მდივანს ამ ყველაფერზე. მე გავაგრძელებ ბრძოლას ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია",-განაცხადა მაისაიამ.