„ამნისტიის კანონი", რომელსაც მე ვეტო დავადე პარლამენტმა მაინც შეიყვანა ძალაში. ამით ეს ხალხი იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალიან მძიმე შედეგებზე, რომელიც მოყვება, კრიმინალის მოასობრივ გამოშვებას, რაც დაუშვებელია, ისევე როგორც რუსეთის ჯაშუშების გარეთ გამოშვება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა "ამნისიტიის კანონის" ძალ;აში შესვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გარეთ უშვებენ მეამბოხეებს და ძალადობრივი საქმის მონაწილეებს.
" მე აღარაფერი აღარ მიკვირს იმ პირობებში, როდესაც კიტოვანი მშვიდად დასეირნობს და ალბად გაკვირვებით ავლებს თვალს მის მიერ ერთხელ დანგრეულ თბილისს. თუ როგორ მოხდა ასე ჩქარა, რომ აღვადგინეთ. იმ პირობებში, როდესაც კახა თარგამაძეს აბრუნებენ, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან. როდესაც საუბარია რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ხალხის დაბრუნებაზე, როცა დღეს პირდაპირ ვუშვებთ რუსეთის ჯაშუშებს გარეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ყურადღება შეაჩერა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზეც.
" პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ თურმე მოიგერია ამერიკელებისა და ევროპელების შემოტევა. ეგ დაახლოებით იგივეა, რომ დავით აღმაშებელის დროს, რომ ეთქვა საქართველოს რომელიმე წარმომადგენელს, რომ ჩვენ მოვიგერიეთ ჯვაროსნების შემოტევა. იმიტომ რომ ჯვაროსნები იდგნენ ჩვენს გვერდით განთავისუფლების საქმეში. დღეს იძახო, როდესაც ოკუპირებულია შენი ტერიტორიები, რომ შენ დაკავებული ხარ არა რუსეთის, არამედ დასავლეთის მოგერიებით და თან მეორე დღესვე გაუშვა რუსეთის ჯაშუშები - დამისაბუთოს მაშინ ვინმემ, რატომაა ეჭვმოკლებული, რომ ხდება საქართველოს საგარეო ვექტორის ძირის გამოთხრა", - განაცხადა პრეზიდენტმა.