ასეთი პოლიტამნისტია განახორციელა მხოლოდ პირველმა რესპუბლიკამ 1920 წელს რუსეთის ისეთივე კატეგორიული მოთხოვნით, როგორსაც ბოლო წლებში ჰქონდა ადგილი და ზეწოლით და მაშინ რუსეთის ყველა ჯაშუში გარეთ გამოუშვეს, - ამის შესახებ გაბაშვილმა პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერა შეაფასა.
"დღეს კი დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა და ხელისუფლება იღებს ამ უმძიმეს პასუხისმგებლობას და ეს პასუხისმგებლობა არის ბიძინა ივანშვილისაც, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ის თვეების განმავლობაში იგერიებდა აშშ-ის და ევროპის პოზიციებს სხვადასხვა საკითხებზე და ამავე დროს უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადა რუსეთის სპეც-სამსახურების წინაშე. აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ყველა, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხლეისუფლების წევრებს ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ", - განაცხადა გაბაშვილმა.