,,პროკურატურის დამოკიდებულებიდან გამომდინარე სასამართლო ცდილობს მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი იყოს", - განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასამართლო ხელისუფლების თავისუფლების საკითხის კომენტირებისას.
,,სხვაგვარად ვერც შეძლებენ, რადგან არანაირი მტკიცებულება ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ არ გააცნიათ", _ განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურეობრივი გულგრილობის საკითხზე, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო 15 000 ლარის გადახდა დააკისრა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.