თოვლისგან გამოწვეული დაზიანებების გამო კახეთში 11 798 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„ელექტროენერგია დედოფლისწყაროს 12 სოფელს არ მიეწოდება, პანკისის ხეობაში 10 სოფელს, ხოლო ლაგოდეხში კი ქალაქის ნაწილს. თოვლმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. „ტექნიური სამსახური აღდგენით სამუშაოებს უკვე ატარებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აბონენტებს ელექტროენერგია დღის ბოლომდე მივაწოდოთ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ჟანა დიდებაშვილმა.