ყაზბეგის რაიონში, თრუსოს ხეობაში, სამი მესაზღვრე ზვავის ქვეშ მოჰყვა, თუმცა მათ თოვლიდან თავის დაღწევა შეძლეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის შალვა ელოშვილის განცხადებით, მესაზღვრეები მსუბუქად დაშავდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„მესაზღვრეები მოძრაოდნენ, როდესაც ზვავი ჩამოწვა და სამი მესაზღვრე ქვეშ მოიყოლა. როგორც ჩანს, არ იყო დიდი ზვავი და თოვლიდან თავის დაღწევა თავადვე შეძლეს. მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღიათ. საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და სამივე კარგად გრძნობს თავს," - განუცხადა შალვა ელოშვილმა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.