შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზუმში გამოფენა "ღმერთი-სამშობლო-ადამიანი" მიმდინარეობს.
გამოფენა ეძღვნება უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.
ექსპოზიციაზე 80-მდე ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, აგრეთვე ქანდაკება და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
გამოფენა გაგრძელდება 1-ელ თებერვლამდე.