,,ახლა პროკურატურას შესაძლებლობა აქვს მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით თენგიზ გუნავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ", _ განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თენგიზ გუნავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშვნის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილი იყო გუნავა ახალ გუბერნატორად წარედგინა.
,,კანონი არ ზღუდავს პრეზიდენტს, რომ სასამართლოს მიერ გირაოს წესით გამოშვებული პირი დანიშნოს საჯარო მოხელედ იმ D შემთხვევაში, თუ სასამართლოს არ აქვს განჩინება გამოტანილი, რომ გირაოს ფორმით გათავისუფლებულმა პირმა სხვადასხვა თანამდებობა არ დაიკავოს", _ განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემოს სვანეთის ახალ გუბერნატორად თენგიზ გუნავა წარადგინა. ამასთან შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-ტარებისა და იარაღის უკანონო ტარების ბრლადებით დააკავეს. მოგვიანებით იგი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გუნავა აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.