სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრები და მაცხოვრის გამოსახულებები - განახლებული და გადარჩენილი სიძველეების ამსახველი მასალებია წარმოდგენილი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს მასშტაბით ერთობლივად აღდგენილი სიძველეები.
გამოფენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავს და დაბადების 80 წლის იუბილეს ეძღვნება.
სახელმწიფო ბიუჯეტის და ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით ბოლო წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და განადგურებას გადაურჩა ღვთისმშობლის სახელობის სიძველეები: აბედათი, აკაურთა, ამაშუკეთი, ბარალეთი, დმანისის სიონი, ვანის ღვთისმშობელი, ზარზმა, ზუმბიანი, თირი,გელათი, კორცხელი, მანავი, მანგლისი, ნიკორწმინდა, ნეკრესი, პირღებული, ვარძია, ატენის სიონი, ქორეთი, ტბისი, ტიმოთესუბანი, ფიტარეთი, საფარა, ქცია, ყარაჯაანთ საყდარი, ყინცვისი, ახალი და ძველი შუამთა, ხატისოფელი, ტაბაკონი, ხოშეთიანი, ჭულე, უბისა, ვაყას დედაღვთისა, მოწამეთაში ხარების ტაძრის მოხატულობა, ხარაგაულის ვარძია, ნაკურალეში, ზეგანის წმ. მარინე და გრემი, თბილისში ღვთისმშობლის ტაძრაი(დიდუბეში) და კვიპროსზე ღალიას ღვთისმშობლის ტაძარი.
გამოფენა 15 იანვრამდე გაგრძელდება.