პრეზიდენტმა ზუგდიდში შეჩერებული პროექტები დაათვალიერა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა აუცილებელია შეჩერებული პროექტების მშენებლობა გაგრძელდეს.
,,მთავარია, სამეგრელოში დიდი პროექტები, რომელიც მშენებლობის პროცესში იყო არ გაიყინოს, არ შეჩერდეს, რადგან ეს არის რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი ზუგდიდის მოსახლეობისთვის", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში სტუმრობისას პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალ გუბერნატორად თენგიზ გუნავა წარადგინა. მანამდე აღნიშნული თანამდებობას ზაზა გოროზიას ეკავა.