კომპანია „ევკაფარმი" ფართოვდება. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ქობულეთში განლაგებული საწარმო თავის საწარმო სიმძლავრეებს აფართოევს. „ევკაფარმის" მენეჯმენტმა უკვე შეიძინა სხვადასვა სახის დანადგარ-მოწყობილობები და ამ დროისათვის საწარმოს შემდოგიმი გაფართოება მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია კომპანია ეწევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამკურნალო მცენარეებისა და სახალხო მოხმარების პროდუქციის მიღება-დამუშავებას, მათ შორის დაფნის ფოთლის, მოცვის, ევკალიპტის ფოთლის, კუნელის, სიმინდის ულვაშის და სხვა.
კომპანიის ხელმძღვანელის გოჩა ჯალაღანიას განცხადებით, საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 30 ადგილობრივი მუშახელი, ასევე კომპანია აწარმოებს სამკურნაო მცენარეების და მათგან მიღებული პროდუქციის იმპორტსა და ექსპორტს ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებში.
მასალის გამოყენების პირობები