2012 წელს, აჭარის ბიზნესკლიმატით ძირითადად თურქი ბიზნესმენები ინტერესდებოდნენ, ამის შესახებ განცხადება, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქანმა გააკეთა.
მისივე განმარტებით, ინვესტიციის დიდი ნაწილი ტექსტილის და
მშენებლობის სფეროებში ჩაიდო.
ჩალიშქანის განმარტებით, დღეისათვის ქვეყანაში ბიზნესის განხორციელებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი პირობებია შექმნილი, დაბალი ტარიფები, ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი, გამარტივებული პროცედურები,
მყარი მაკროეკონომიკური გარემო, სტრატეგიულ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მთავრობა მზადაა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ბიზნეს გარემოს განვითარებას საქართველოში.
როგორც ცნობილია, ინვესტორთა ასოციაცია საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან ერთად აქტიურად არის ჩართული, შრომითი და საგადასახადო კოდექსების ცვლილება-გამარტივებასთან დაკავშირებით.