საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა იანვრის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც 10 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით ჩატარდება. კვლევის მიზანი საქართველოში 2013 წლის იანვრის ინფლაციის დონის გაანგარიშებაა.
ფასებზე დაკვირვება ფასების 19 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში მოხდება. ფასები შეგროვდება 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე.
იანვრის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 4 თებერვალს გამოქვეყნდება.