აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთში მყოფი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სერგეი კომარევცევს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და მასზე ქვეითთათვის დამატებითი გადასასვლელებისა და მათი ფუნქციონირების საკითხები განიხილეს.
ამას გარდა, მათ ასევე განიხილეს საკითხი მიწის გამოყოფის შესახებ, სადაც აფხაზეთში მყოფი რუსული საოკუპაციო ჯარის წარმომადგენელთა ოჯახებისათვის სკოლა-ინტერნატი და საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს.
მასალის გამოყენების პირობები