,,საქართველოს კონსტიტუცია არავითარ ცვლილებას არ საჭიროებს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს კომენტირებისას და მას ,,ქართული ოცნების" სიმულაცია უწოდა.
,,შემიძლია გითხრათ, ძალიან მტკიცე პოზიცია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არავითარ ცვლილებას არ საჭიროებს და ეს არის მათი შოუ, მათი სიმულაციები იმის ნაცვლად, რომ საკუთარი საქმე აკეთონ", - განაცხადა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილია ინიციატივა კონსტიტუციიდან 42-ე პრიმა მუხლის ამოღების შესახებ, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობად მხოლოდ ქალაქი ქუთაისია მინიშნებული. ასევე წარდგენილია ინიციატივა პრეზიდენტისათვის მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილების გაუქმების შესახებ.