,,ლოგიკურია, საქმეები რომელიც საზოგადოების მომეტებულ ინტერესს იწვევს გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულებს გამოჰქონდეთ", _განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა თინა ხიდაშელმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტის კომენტირებისას.
,,ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რადგან არსებობს გაცილებით უფრო სწორი და ლოგიკურია, რომ ისეთ საქმეები რომელიც საზოგადოების მომეტებულ ინტერესს იწვევს გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულებს გამოჰქონდეს", _განაცხდა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დახვეწასა და გაძლიერებაზე მუშაობს. სამინისტროში, მთავარი პროკურორის ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი მომზადდა. პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ფართოვდება: ნაფიცი მსაჯულები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.