შემოსავლების სამსახურს ახალი უფროსი ყავს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა დაუდასტურა, უწყების ხელმძღვანელად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. როგორც ხატია მოისწრაფიშვილი განმარტავს, ლაშა ხუციშვილს ფინანსთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება უკვე გააჩნია, ის 2007-2008 წლებში, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს აპარატში მუშაობდა, ხოლო 2008 წლიდან 2012 წლის 8 იანვრამდე საერთაშორისო სააუდიტორო კომპანია „ერნსტ & იანგში" მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ დღემდე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობას კახა ცერცვაძე ასრულებდა.
შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი მთავარი ფუნქციაა საქართველოში არსებული ბიზნესების ხელშეწყობა, ახალი ბიზნესების შექმნა და განვითარება, სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გატარდა არაერთი რეფორმა და დაინერგა სხვადასხვა სახის ელექტრონული მომსახურება, რამაც საგრძნობლად გაამარტივა ურთიერთობა შემოსავლების სამსახურსა და მის მომხმარებლებს შორის.