დღეს როკის გვირაბთან განლაგებულ რუსული საოკუპაციო ჯარის ნაწილზე ზვავი ჩამოწვა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზვავმა სერიოზული ზიანი მიაყენა სამხედრო ნაწილის ნაგებობებს.
"თუმცა მსხვერპლი და დაზარალებულები სამხედროებს შორის არ არიან", _ წერს ინფორმაციის კომიტეტი.
მათივე ინფორმაციით, სამხედრო ნაწილის თოვლისაგან გაწმენდა ამ დროსათვის ვერ ხერხდება. ასევე ზვავების გამო ამ დროსათვის დახურულია ტრანსკავკასიური მაგისტრალი და მისი გახსნის სავარაუდო ვადების შესახებ ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ ვრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები