გორის მუნიციპალიტეტის 27 რწმუნებულს სამსახურიდან წასვლის შესახებ პირადი განცხადების დაწერა მოსთხოვეს. თათბირი გორის გამგეობის შენობაში დღეს გამგებელმა, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა პაპუნა კობერიძემ გამართა.
თათბირზე, რომელსაც ყველა რაიონის რწმუნებული ესწრებოდა, გამგებელმა მათ განცხადებების დაწერა მოსთხოვა. ფაქტი დღეს, პაპუნა კობერიძემაც დაადასტურა, თუმცა ის უარყოფს რომ რწმუნებულების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება.
გორის გამგეობის იურისტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რწმუნებულები განცხადებას საკუთარი სურვილით არ დაწერენ, საქმეში უკვე კანონი ჩაერთვება.
რწმუნებულების განაცხადებით, მათი გათავისუფლება სწორედ პოლიტიკური ნიშნით ხდება.