"მინდა მოვუწოდო სააკაშვილს შეეშვას ამ უაზრო აბსურდულ განცხადებებს", -განაცხადა ჟურნალისტებთან ენერგეტიკის მინისტრმა პრეზიდენტის განაცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ჰესების მშენებლობის პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
,,მშენებლობა მიმდინარეობს, როგორც გაფორმებული იყო ხელშეკრულებით. Aარანაირი შეფერხება არ ყოფილა, პირიქით როცა ჩვენი მთავრობა დაინიშნა შევხვდით ყველა ინვესტორს ვინც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობით იყო დაინტერესებული და ყველას გავუგზავნეთ წერილი, რომ მთავრობისგან ხელშეწყობა იქნებოდა. Mმინდა მოვუწოდო სააკაშვილს შეეშვას ამ უაზრო აბსურდულ განცხადებებს", _განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ რამდენიმე პროექტის მშენებლობის შეჩერებაზე საუბრობს მათ შორისაა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.