,,ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დასრულების შემდეგ ჩვენი ამოცანები არ იქნება სამხედრო, საბრძოლო", _ განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჰოლადიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.
,,ჩვენ უკვე ვმონაწილეობთ ნატო-სთან ერთად დაგეგმარების პროცესში - თუ როგორი მისია ჩამოყალიბდება. ცალკეული ქვეყნები - აშშ, ინგლისი და სხვები როგორ გააგრძელებენ საკუთარ პროგრამას ავღანეთთან. ამის მიხედვით ჩვენ ჩამოვაყალიბებთ უკვე ჩვენს სტრატეგიას - თუ რა ფორმით და ვისთან ერთად დავეხმარებით ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გაწვრთნაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანები არ იქნება სამხედრო, საბრძოლო, ჩვენი ამოცანა იქნება - დავეხმაროთ ავღანეთის უსაფრთხოების სტრუქტურებს და ჯარს და გავუზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა. ჩვენ ასევე, ვთავაზობთ მათ ჩვენს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში განათლების მიღების შესაძლებლობას" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.