საქართველოში ავტოგაზის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება, რასაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი, სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, ავტოგაზის დაბალ ფასს უკავშირებს.
„საქართველოში დღითიდღე მატულობს ავტოგაზის მომხმარებელი მისი დაბალი ფასის გამო. მოთხოვნიის ზრდიდან გამომდინარე ნავთობკომპანიები („ვისოლი", „სოკარი", „გალფი") მნიშვნელოვნად აფართოებენ გაზგასამართი სადგურების ქსელს, რათა მომხმარებლისთვის მომსახურების მიღება მაქსიმალურად კომფორტული იყოს"- განმარტავს მთვრალაშვილი.