,,სოსო თოფურიძის მუდმივი ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ სამართლებრივი ზომები მიღებული იქნება", -განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის საქმის კომენტირებისას.
,,როგორც ჩანს, ფოტომასალის საშუალებით დასტურდება, რომ სოსო თოფურიძე ლოცულობდა სტამბულში. რა თქმა უნდა, დაკავებამდე და დაკავების შემთხვევაშიც ეს უფლება შენარჩუნებული ექნება_ ლოცვის უფლება და ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მოითხოვს ლოცვისას ადამიანის დაკავებას. რაც შეეხება მომავალს გადამოწმდება ინფორმაცია დარჩა თუ არა ის ლოცვის შემდგომ იმ ქვეყანაში თუ გადაადგილდა"_ განაცხადა ჟურნალისტებთან თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ სოსო თოფურიძემ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ რამდენიმე ქვეყანა გამოიცვალა.
,,ჩვენთვის რამდენადაც ცნობილა თოფურიძემ საქართველოდან წასვლის შემდეგ რამდენიმე ქვეყანა მოიარა, ამიტომ აუცილებელია შემოწმდეს არის თუ არა ეს ქვეყანა მისი მუდმივი ადგილსამყოფელი და ასეთ შემთხვევაში სამართლებრივი ზომები მიღებული იქნება", _განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გაზეთი "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, სოსო თოფურიძე სტამბულშია.გაზეთი ინტერპოლით ძებნილ, კუდის მაღალჩინოსნის ადგილსამყოფელის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. ინფორმაციას, გამოცემას ინკოგნიტო წყარო აწვდის. ფოტოები დეკემბრის ბოლოს სტამბულში, მსოფლიო საპატრიარქოს ტაძარშია გადაღებული, სადაც თოფურიძე თანმხლებ პირთან ერთად ზიარებისთვის მივიდა.