რიო დე-ჟანეიროში ბელარუსის კონსული უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. 65 წლის სერგეი გურევსკი ბანაობის დროს დაიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიური მედია ავრცელებს. კონსული საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.
ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა და დაღუპული დიპლომატის ნათესავებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.