,,ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობა უზარმაზარი გამოცდილებაა", -განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა ტენ ბრუკთან შეხვედრის შემდეგ. როგორც ჟურნალისტებთან დარჩიაშვილმა განაცხადა შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო.
,,ვფიქრობ, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ყოფნა მიუხედავად ტრაგიკული შემთხვევებისა, რომელიც სულ ახლახან მოხდა, ეს არის უზარმაზარი გამოცდილება ქართული სამხედრო ძალების პროფესიონალიზმისთვის", _განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჰოლანდიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ტენ ბრუკი შეხვედრებს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგნლებთან გამართავს. ბრუკი საქართველოს 10 იანვარს დატოვებს.