პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის მიერ პაკისტან-ავღანეთის საზღვართან მიტანილი ავიაიერიშის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები სავარაუდოდ ბოევიკები არიან, რომელთა ვინაობა ამ დროისთვის დადგენილი არააა.
ასოშეიტედ პრესის ინფორმაციით, რომელიც ისლამაბადის ოფიციალურ წარმომადგენელს ეყრდნობა, დაღუპულთა შორის "ალ-ქაიდას" წარმომადგენელი იყო.
აშშ-ის წარმომადგენელთა განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე ჩრდილოეთ ვაზირისტანში ორი ობიექტი იყო.