კრიმინალურმა სამყარომ ერთგვარი სიჩუმის შემდეგ ომისათვის მზადება კვლავ დაიწყო. ამჯერად შეტაკებები მოსალოდნელია ასლან უსოიანის იგივე დედ ჰასანისა და როვშან ჯანიევისა და ჯემო მიქელაძის კლანებს შორის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მთელი დეკემბრის განმავლობაში ორივე კლანი აქტიურად ატარებდა ქურდულ შეკრებებს და აქტიურად ისროდა ბრალდებებს ერთმანეთის მისამართით. კერძიდ, როვშანი ეჭვმიტანილია კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის, ისივე იაპონჩიკის მკვლელობასა და ასლან უსოიანზე თავდასხმაში.
ოპერატიული სამსახურების თანამშრომლების ვარაუდით, მას შემდეგ რაც ასლან უსოიანზე თავდასხმა განხორციელდა, დედ ჰასანმა იმაზე დაიწყო ფიქრი თუ ვის ჩააბარებდა თავის მაფიოზურ იმპერიას მისი წასვლის შემდეგ. მათივე ვარაუდით, დედ ჰასანმა არჩევანი თავისივე ნათესავზე შეაჩერა. სხვა ვერსიის მიხედვით, სამართალდამცავ ორგანოებში არსებული მაღალჩინოსანი წყარო ირწმუნება, რომ სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ დედ ჰასანს, რომ რამე მოუვიდეს მის ადგილს მისი ნათესავი დიმიტრი ჭანტურია დაიკავებს, ზედმეტსახელად "მირონი".
დიმიტრი ჭანტურია 1981 წელს საქართველოში დაიბადა. ხოლო 2004 წელს, როდესაც მას უკვე კრიმინალურ სამყაროში ასე თუ ისე "ფეხი ადგმული" ჰქონდა დედ ჰასანმა იგი იაროსლავის ოლქში "მაყურებლად" დანიშნა.
მას შემდეგ რაც 2010 წლის შემოდგომაზე დედ ჰასანზე თავდასხმა მოხდა მან "სასწრაფოდ" გადმოიყვანა ჭანტურია იაროსლავის ოლქიდან და საქმეებშიც "ჩაახედა".
სამართალდამცავების ინფორმაციით, ახლა სწორედ ჭანტურია აწარმოებს ყველა მოლაპარაკებას სხვა ე.წ. კანონიერ ქურდებთან. აღსანიშნავია ასევე, რომ "მირონი" არის ადამიანი, რომელსაც არ უყვარს მაფიოზურ სამყაროში არსებული დაპირისპირებების ღია დაპირისპირებამდე მიყვანა და იგი სადავო საკითხების გადაწყვეტას ყოველთვის მოლაპარაკებების გზის ამჯობინებს. სწორედ ამის გამო არის რომ უსოიანის ყველაზე აშკარა მოწინააღმდეგეებიც კი მირონის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი.
მირონს კარგად ესმის, რომ მოსალოდნელ განგსტერულ ომში მას სერიოზული როლი ეკისრება. წყაროს ინფორმაციით, ბოლო დროს ჭანტურია დაცვის გაზრდილი რაოდენობით გადაადგილდება.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შესაძლოა მირონს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს არის ე.წ. კანონიერი ქურდი ზაქარია კალაშოვი იგივე შაქრო მოლოდოი. ამჟამად იგი სასჯელს ესპანეთში იხდის თუმცა 2013 წელს შესაძლოა განთავისუფლდეს. მის ექსტრადაციას საქართველო მოითხოვს, სადაც კალაშოვს დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი ბიზნესმენ ალექს კრეინის გატაცებისა და მკვლელობის გამო. თუმცა იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში ფაქტობრივად ხელისუფლება შეიცვალა, იმის მტკიცება აღარ შეიძლება, რომ კალაშოვის ექსტრადაცია საქართველოში მართლაც შედგება.
უცნობია თუ როგორ მოიქცევა შაქრო კალაშოვი გათავისუფლების შემდეგ. იგი ყოველთვის ასლან უსოიანის ერთგულ მომხრედ ითვლებოდა. თუმცა მას უსოიანის მომხრეებთან, კერძოდ, საშა შუშანაშვილთან გარკვეული უთანხმოებებიც გააჩნია. ჯერ-ჯერობით კი შაქროს ინტერესების დამცველი მოსკოვში მისი ყოფილი მეუღლე - დონარაა. სამართალდამცავების ინფორმაციით, იგი პირადად მომაწილეობს ზოგ ე.წ. ქუარდულ შეკრებებში და ლიმუზინით გადაადგილდება, რომელსაც ნომრად აქვს "ვ..ორ". არსებობს მონაცემები იმის შესახებაც, რომ ეს ქალი კრიმინალურ გარჩევებშიც იღებს მონაწილეობას.
ასევე სამართალდამცავების მონაცემებით, მანამ ვიდრე ასლან უსოაიანი თავის ძველ ოპონენტს ტარიელ ონიანს ებრძოდა, თავადაც ვერ შეამჩნია თუ როგორ გაჩნდა კრიმინალურ სამყაროში მისადმი მტრულად განწყობილი მეორე ძალა, რომელსაც ე.წ. კრიმინალური გენერლები ჯემო მიქელაძე (ჯემო) და როვშან ჯანიევი (როვშან ლიანკარანსკი) ხელმძღვანელობენ.
როვშანის კრიმინალური კარიერა 1996 წელს დაიწყო, როდესაც მან პირდაპირ სასამართლოს დარბაზში თავისი მამის მკვლელი მოკლა. ხოლო როდესაც მან ამ დანაშაულის გამო სასჯელი მოიხადა და გარეთ გამოვიდა მაფიოზურ კიბეზე სწრაფი აღმასვლა დაიწყო. ახლა იგი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ე.წ. კანონიერ ქურდად ითვლება. წყაროს ინფორმაციით, მას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს იმისათვის, რომ დიდ ჰასანი არ უყვარდეს. უკვე დიდი ხანია როვშანს აზერბაიჯანული მაფიოზური დაჯგუფებების მეთაურობა სურს, თუმცა ამ მიზანს ვერაფრით ვერ აღწევს. წარმოშობით აზერბაიჯანელი გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდები უსოიანის კლანში შედიან. ამის წყალობით ისინი როვშანს მძლავრ წინააღმდეგობას უწევენ.
ამის მიუხევად როვშანმა შეძლო და დედ ჰასანთან დაპირისპირებული ქურდული სამყაროს წარმომადგენლები გააერთიანა. ახლა უკვე მას გავლენიანი კრიმინალები - ჯემო მიქელაძე და მერაბ ჯანგველაძე უჭერენ მხარს. ასევე მის მხარეს არის რამდენიმე ასეული ე.წ. კანონიერი ქურდი.
ამჟამად როვშანი გაერთიანებულ საემიროებში ცხოვრობს სადაც ტარდება კიდეც ქურდული ე.წ. ოპოზიციის თითქმის ყველა შეკრება. ბოლო ასეთ ე.წ. შეკრებაზე 10 დეკემბერს დედ ჰასანის 16 ოპონენტი აკურთხეს ე.წ. კანონიერ ქურდად. ამასთან ერთად აღსანიშნავია ასევე რომ უსოანიც არ მჯდარა გულხელდაკრეფილი და თავისი რიგები სულ მცირე 26-27 ახალი ე.წ. კანონიერი ქურდით შეავსო.
"ავტორიტეტების" ასეთ მასობრივ "ქურდად კურთხევას" სამართალდამცავები კრიმინალურ სამყაროში გარდაუვალ ომს უკავშირებენ, რომელიც უკვე მიმდინარე წელს შეიძლება დაიწყოს. წყაროების ინფოირმაციით, ძირითადი "საბრძოლო მოქმედებები" სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ გაიმართება. უპირველეს ყოვლისა ამის მიზეზი არის ის, რომ ქურდული ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობა სწორედ საზღვარგარეთ ცხოვრობს. ამ დროისათვის დიდი "ქურდული სათვისტომოები" არის საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში და გაერთიანებულ საემიროებში. მეორე მიზეზი ამ ომის რუსეთს ფარგლებს გარეთ გამართვისა არის ის, რომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები მოსალოდნელი ოლიმპიადის წინ კრიმინალებს დიდი გარჩევების რუსეთის ტერიტორიაზე მოწყობის საშუალებას არ მისცემენ. განსაკუთრებით კარგად ესმის ეს დედ ჰასანს, რომელსაც თითქმის მთელი კრასნოდარის მხარე ემორჩილება, სწორედ ის ადგილი სადაც ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ასლან უსოიანს აქვს კარგი გამოცდილება საზღვარგარეთ ასეთი "ომების" წარმოებისა, თავის დროზე ხომ სწორედ ევროპაში იქნა მოკლული ტარიელ ონიანის მრავალი მხარდამჭერი.