ფინანსთა მინისტრი ალილოს მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შვილებთან ერთად ალილოობაში მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მეალილოებთან ტრადიციული შეხვედრა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის წინ დღესაც გაიმართება.
ალილო ტრადიციულად ვარდების მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება და სამების ტაძართან დასრულდება. იმავდროულად, მეალილოეთა მეორე მსვლელობა ისნიდან დაიწყება და ასევე სამებასთან დასრულდება. ტრადიციულად მსვლელობას თეატრალიზებული სახე ექნება.
მეალილოები გაემართებიან ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II საშობაო პარაკლისს შეასრულებს. ალილოზე შეგროვებული ნუგბარი და საჩუქრები ბავშვთა სახლებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებს გადაეცემა.