პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მართლმადიდებლებს შობის დღესასწაულს ულოცავს.
,,ძვირფასო თანამემამულენო,გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. შობა საყვარელი და ტრადიციული დღესასწაულია ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. ამ დღეს უდიდესი სიხარულით ველოდებით და ყველა ოჯახში საზეიმო განწყობა სუფევს.სიმბოლურად შობა ახლის დაბადებას ნიშნავს და მჯერა, რომ ჩვენ, ყველანი ერთად, ახალი შემართებით ავაშენებთ ჩვენს საოცნებო საქართველოს.ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს", _ნათქვამია პრემიერის ,,ფესბუკის" გვერდზე.