"2012 წელი ოცნებებისა და იმედების ასრულების წელი იყო ", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის ადამიანის უფლებებისა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განვლილი 2012 წლის შეფასებისას და აღნიშნა რომ ქვეყანამ შეწყვიტა სვლა ავტორიტარული რეჟიმისკენ.
"2012 წელი გამარჯვების წელია, რადგან ქვეყანაში მშვიდობიანად, არჩევნების გზით, ხელისუფლება შეიცვალა და შევწყვიტეთ სვლა ავტორიტარული რეჟიმისკენ და დემოკრატიულ მმართველობაზე გადავედით. 2012 არის მართალ იმედებისა და ოცნებების ასრულების წელი. Aამიტომ ამ წელს გამოვარჩევდი ბოლო ათწლეულის მანძილზე როგორც ყველაზე საუკეთესო პერიოდს", _ განაცხადა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ 2013 წელი ქვეყნისთვის წარმატებული იქნება.
"ხალხი რეალურად იგრძნობს რას ნიშნავს სახალხო, პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება რომელსაც ექნება მუდმივად განცდა, რომ ხალხს უნდა ემსახუროს", - განაცხადა ბესელიამ და საქართველოს მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
"ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს მშვიდობას, უფლის წყალობასა და სიკეთეს ვუსურვებ", -განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ეკა ბესელიამ.