,,2012 წელს კოალიცია ,,ქართულ ოცნებამ" დიდი წვლილი შეტანა პოლიტიკური პროცესის გარდატეხაში", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან"საუბარში მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა 2012 წლის შეჯამების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ეს წელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო.
,,2012 წელი მნიშვნელოვანი იყო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" სახით. Kკოალიციამ დიდი წვლილი შეიტანა პოლიტიკური პროცესის გარდატეხის საკითხში. 2012 წელი პირადად ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩემს მეგობრებთან ერთად, სერიოზული საქმიანობის გაწევა მომიხდა, ვგულისხმობ პატიმრების წამების კადრების გავრცელების ფაქტს. Bბევრი საუბრობს იმაზე, რომ რომ არა ციხის კადრები რეჟიმი არ შეიცვლებოდა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ არა ის პოლიტიკური კოალიცია, რომელიც პოლიტიკურ არენაზე გამოვიდა და შეცვალა პოლიტიკური კლიმატი და პლუს ციხის კადრები ამ ყველაფერმა ერთობლიობაში წვლილი შეიტანა რეჟიმის დამარცხებაში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა და აღნიშნა, რომ 2013 წელი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან უნდა დაიწყოს ქვეყნის შენების პროცესი.
,,2013 წლიდან უნდა დაიწყოს ქვეყნის შენების, რეფორმებისა და სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ცუდია, რომ მოსახლეობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ხელისუფლების საკადრო პოლიტიკასთან მიმართებით და ამ ფაქტორის გათვალისწინება მთავრობას მოუწევს. პოზიტიურია, რომ მიმდინარეობს რეფორმები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში იგივე შსს ამერიკელები მუშაობენ", _განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ირმა ინაშვილმა და აღნიშნა, რომ გამოირჩეულია შსს, პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროების მუშაობა.
,,ვფიქრობ, რომ ეს სამეული სწორ ნაბიჯებს დგამს და საქმეს კარგად უძღვება", -განაცხადა ინაშვილმა.