"იმედი მაქვს, რომ ქვეყანა უკეთესებისკენ წავა და გვეშველება", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან"საუბარში მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა და 2013 წელს ქვეყანას წარმატება უსურვა.
"რომ გითხრათ, რომ 2012 წელის უკეთესი წელი არ მინახავს მეთქი არა, მაგრამ ქვეყანაში სასიკეთოდ ცვლილებები ხდება. ვნახოთ, რას იზამს ახალი ხელისუფლება, როგორ წაიყვანს ცხოვრებას ახლი პარლამენტი, ახალი მთავრობა. იმედი მაქვს, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ წავა და გვეშველება. არ მიყვარს, 6, 8, 12_ეშმაკისეულია, მოდის 2013 წელი და ამ წელსაც სიკეთით ჩავატარებთ", -განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან"საუბარში გივი ბერიკაშვილმა და საქართველოს მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
"მინდა მთელს საქართველოს მთელი გულით, მუხლმოდრეკით მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და 2013 წელი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს", - განაცხადა გივი ბერიკაშვილმა.