მე ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა ამ ხელისუფლების, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის მიერ ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლევის შემდეგ.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეტა მინისტრმა მიუთითა საფრთხეებზე უმრავლესობამ ეს არ გაითვალისწინა.
"განსაკუთრებით გამაკვირვა იმან, რომ ასეთი დიდი ერთსულოვნება იყო უმრავლესობაში მიუხედავად იმისა, რომ თვით ამ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა და საკმაოდ გავლენიანმა შინაგან საქმეთა მინისტრმა სწორეა დაახლოებით იგივე საკითხებზე მიუთითა უმრავლესობას. ან ისინი ტყუოდნენ ან მათ საერთოდ ნულოვანი გავლენა აქვთ. აი, ეს გაირკვა დღეს პარლამენტში", - განაცხადა ბარამიძემ.
შეგახენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 24 წევრი წავიდა.