აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. "მან აფხაზი ერისათვის ერთგულების ფიცი მშობლიურ აფხაზურ ენაზე წარმოთქვა და კონსტიტუციაზე დაიფიცა", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბათალ ტაბაღუამ სერგეი ბაღაფშს ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა.