,,ჩვენს ეკონომიკას ყოფა არ უნდა ვუტიროთ", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას და მათ ელიავას ბაზრობის მაგალითი მოუყვანა.
,,გადით ელიავას ბაზრობაზე და ნახეთ როგორაა შემცირებული ეკონომიკური აქტიურობა. შარშან ხალხს თუ 4-5 000 ჰქონდა მიმოქცევა ახლაა 900_ლარი, 1000-ლარი, 1200-ლარი. Gგაჩერებულია, ფაქტობრივად, უძრავი ქონების ბიზნესი. თუ შენ თვითონ ამბობ, რომ სამი წელი ეკონომიკაში ზრდა არ ექნება მაშინ ბიზნესმენმა რისკი რატომ უნდა გაიზიაროს. თუ ამბობ, რომ ყველა ხელშეკრულებას შეეხები ბიზნესმა ხომ თავისი ფული უნდა ცადოს, გარისკოს და შენი ხალხი უნდა დაასაქმოს და თუ ეუბნები, რომ სენ ეს ყველაფერი არ გაინტერესებს და რწმენა არ გაქვს ქვეყნის მომავლის შემდეგი მინიმუმ სამი წელი რანაირად გინდა სახვა ჰქონდეს რწმენა, რომელიც რეალურ სამუშაო ადგილებს ქმნის", _ -განაცხადა სააკაშვილმა.