.,,არა მგონია, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვაზე დაბარება სამართლიანობის აღდგენის დეკლარირების სურვილს ემსახურებოდეს", -განაცხადა ჟურნალისტებთან გიგი უგულავამ, თბილისის საკრებულოს პირველი მოადგილის მამუკა ახვლედიანის დაკითხვის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ რიყის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
,,მამუკა ახვლედიანის დაძახება, დაბარება, დაკითხვა თუ უნიჭო დაშინების მცდელობა პირველი არ არის. საზოგადოება ჯერ შეეჩვია და შემდეგ უკვე დაიღალა ყველაფერ ამით. თუ ეს ემსახურება იმას, რომ არსებულმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტები გაანადგუროს, მაშინ ეს ყველაფერი უნიჭო მცდელობაა. არ მგონია, ეს ყველაფერი სამართლიანობის აღდგენის დეკლარირების სურვილს ემსახურებოდეს", - განაცხადა ჟურნალისტებთან გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 11:00 საათიდან იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები