საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ივანიშვილის განცხადებით, ისინი ბევრ სხვადასხვა საკითხს შეეხნენ, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის საზღვრების დემარკაციის თემას და აზერბაიჯანი მზად არის, რომ ორ ქვეყანას შორის დემარკაციის ხაზის გავლება მოხდეს.
პრემიერის განცხადებით, ალიევმა სიმაყით აღნიშნა, რომ ეს პრობლემა აზერბაიჯანმა რუსეთთან სსრკ-ს დაშლისთანავე მოაგვარა. ივანიშვილის განცხადებითვე, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხალხზე, სახელმწიფოზე ზრუნავს და ჩვენმა მთავრობამ მათგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს.
„მათ მართლაც შეუდარებელი მიღწევები აქვთ. სააკაშვილი აცხადებდა, რომ აშენებს, ჩვენ კი ვხედავთ, თუ როგორი აშენებულია ბაქო, რომელიც მართლაც ახალი ქალაქია და მე სიამოვნებით აღვნიშნავ მეზობელი ქვეყნის ასეთ მიღწევებს. ჩვენები მხოლოდ საურობდნენ, ესენი კი აშენებდნენ", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.