,ბაქოში გიგი უგულავასთან ერთად არ ვყოფილვარ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და აღნიშნა, რომ ბაქოში ის პირად საქმეზე იმყოფებოდა და საქართველოში წუხელ დაბრუნდა.
,,მე მართალაც ვიმყოფებოდი ბაქოში, მაგრამ თბილისში დავბრუდი წუხელ. ბაქოში ვიყავი პირად საქმეზე და არანაირი დელეგაციის შემადგენლობაში, ან სხვა რომელიმე კონკრეტული პირის თანმხლებლად არ ვყოფილვარ. გარწმუნებთ, რომ ჩემი ბაქოში ვიზიტი არანაირად არ უკავშირდება იქ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და მით უფრო მე არ ვყოფილვართ გიგი უგულავასთან ერთად", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რამაზ ნიკოლაიშვილმა.
ნიკოლაიშვილის თქმით, თუ ვინმეს რაიმეს სახის ეჭვები გაუჩნდა მის ბაქოში ყოფნასთან დაკავშირებით, ადვილად შეუძლია დარწმუნდეს რომ ის აზერბაიჯანის დედაქალაქში კერო ვიზიტით იმყოფებოდა თანმხლები პირების გარეშე.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით თბილისის მერი გიგი უგულავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ბაქოში იმყოფებოდნენ. მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ბაქოში გუშინ, იმ რეისით გაფრინდნენ, რითაც იმ ჟურნალისტებმა იმგაზვრეს ვინსაც ბიძინა ივანიშვილის აზერბაიჯანიში ვიზიტი უნდა გაეშუქებინა.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა თუ რა მიზნით იმყოფება გიგი უგულავა ბაქოში ინფორმაციას მერია მოგვიანებით გაავრცელებს.
ბაქოში ოფიციალური ვიზიტით ასევე იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.