,,მგონია ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით Yალიევი და ივანიშვილი საერთო ენას ადვილად გამონახავენ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაუარესებას გამორიცხავს.
,,მგონია ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით Yალიევი და ივანიშვილი საერთო ენას ადვილად გამონახავენ, მითუმეტეს, აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს კარგი პარტნიორი იყო და გაგებით ეკიდებოდა საქართველოს ინტერესებს", -განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზასთან დაკავშირებით ლოგიკურია.
,,საქართველოში არსებულ რკინიგზას ტვირთი გადააქვს ფოთიდან-ბათუმის პორტამდე და შემდეგ ტვირთი საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის. Yარსი-ახალქალაქის რკინიგზის ამუშავების შემდეგ, ბათუმისა და ფოთის პორტები გვერდზე დარჩება. ივანიშვილის განცხადებით, დასათვლელი და დასაზუსტებელია ახალი რკინიგზის ამუშავების შემდეგ საქართველოსთვის ტვირთბრუნვის დანაკარგი და მოხერხდება ისე, რომ შენარჩუნდეს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა და პორტების საშუალებით მოხდეს ტვირთბრუნვა. ვფიქრობ, ივანიშვილის მოტივი აბსოლუტურად გასაგებია", - განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერის არგუმენტები აზერბაიჯანული მხარისთვის გასაგები იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ივანიშვილი უკვე შეხვდა Aაზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. Dდაგეგმილი შეხვედრა Aაზერბაიჯანის პრემიერთან. ბიძინა ივანიშვილის ბაქოში ვიზიტს ადგილობრივი ექსპერტების მხრიდან შეფასებები მოჰყვა. Eექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუარესდეს ბიძინა ივანიშვილის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო კერძოდ, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციის გამო, რაც საქართველოს იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. Aაზერბაიჯანელი ექსპერტების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა არ გაუარესდება.