საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განაცხადებით უშიშროების ეროვნული საბჭოს ხარჯების გასაჯაროება ფინანსთა სამინისტროს არ შეიძლია, _აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ხადურმა განაცხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმეს გრიფი საიდულმო თავად უშიშროების საბჭომ უნდა მოხსნას.
,,უშიშროების საბჭოს ხარჯებს ჩვენ ვერ გავასაჯაროებთ და საქმეზე გრიფი საიდუმლოს მოხსნა თავად უშიშროების საბჭოს შეუძლია რომელმაც საქმეს თავად დაადო გრიფი საიდუმლო", - განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს მიერ დახარჯულ თანხებს ფინანსთა სამინისტრო სწავლობს.