საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით კანადაში იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ქვეყნის პირველ პირთან ერთად ოტავას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრიც სტუმრობენ.
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი კანადის ზამთრის სპორტულ ობიექტებს დაათვალიერებს და აჭარაში ზამთრის კურორტების მოსაწყობად კანადელების გამოცდილებას გაიზიარებს.