,,კანონმდებლობით დეპუტატს ევალება, როცა ის დაბარებულია დაკითხვაზე მოწმის სახით, გამოცხადდეს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა როლანდ ახალაის პროკურატურაში დაბარების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის დაკითხვაზე დაბარება სამეგრელოში პროკურორად მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება.
,, გეტყვით, რომ კანონის ფარგლებში ჩაბარდება მას უწყება და შეუძლია იყოლიოს ადვოკატი. დღევანდელი კანონმდებლობით დეპუტატს ევალება, როცა ის დაბარებულია დაკითხვაზე მოწმის სახით, გამოცხადდეს. მას კანონი ამისგან არ ათავისუფლებს. ახალაიას დაკითხვაზე დაბარება ეხება იმ პერიოდს, როცა ის პროკურორი იყო სამეგრელოში", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ როლანდ ახალაია პროკურატურაში გამოძალვის ფაქტებთან დაკავშირებით დაიბარეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პროკურატურის პრესსამსახურის წარმომდგენელმა განაცხადა ახალაია ზუგდიდის რაიონულ პროპკურატურაში ხვალ, 25 დეკემბერსაა დაბარებული.