რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის შეფასებით, სერგეი ბაღაფში მოსკოვში ინსტურქციებისა და ფულის მისაღებად ჩადის.
"ბაღაფში რუსეთში ორი მიზეზით ჩადის - ინსტუქციების მისაღებად და ფულის მისაღებად", - განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს ბაღაფშის რუსეთში ვიზიტზე კომენტირებისას, რომელიც 16 თებერვალს არის დაგეგმილი.
რაც შეეხება მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო სივრის გახსნას, ოფიციალური თბილისი აღნიშნულს საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო სივრცე გაიხსნა. ფრენების განახლების დადგენილებას ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. შეთანხმების პროექტი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მოამზადა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეათანხა. დოკუმენტს სოხუმის დე-ფაქტო ლიდერი სერგეი ბაღაფში 16 თებერვალს, მოსკოვში ვიზიტის დროს გაეცნობა.
სერგეი ბაღაფში მოსკოვსა და სოხუმს შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სფეროში შეთანხმებას ოფიციალურად გააფორმებს. კრემლში ბაღაფში უშუალოდ დიმიტრი მედვედევმა მიიწვია.