პანამაში მყოფი ქართველი მეზღვაურები საქართველოში, ორ ეტაპად, 25 და 26 დეკემბერს, დაბრუნდებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყების წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, 25 დეკემბერს სამშობლოში 8 მეზღვაური, 26 დეკემბერს კი 4 ქართველი დაბრუნდება.
მისივე განმარტებით, ქართველი მეზღვაურები სამშობლოში სტამბულის რეისით დაბრუნდებიან.
პანამის არხში, ნიგერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფება, მათგან 12 ქართველი მეზღვაურია. "მარია დელ კარმენ 2" უკვე 3 თვეა, პანამის სანაპიროდან 5 კილომეტრის მოშორებით რეიდზე დგას. გემი 42 წლისაა და სიძველის გამო ამორტიზებულია. ადგილობრივი ხელისუფლება ამის გამო გემს ნაოსნობის უფლებას არ აძლევს.