ელექტროენერგიის ტარიფი 1-ლი იანვრიდან შემცირდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, 100 კილოვატ საათზე ტარიფები 27%-ით, 300 კილოვატზე კი, 21,5%-ით შემცირდება, რაც საერთო ჯამში, გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის 3,5 თეთრით კლებას.
მისი თქმით, ტარიფის კლება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების ხარჯზე.
რაც შეეხება გაზის ტარიფს, როგორც კალაძემ განაცხადა, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ამ ეტაპზე მან ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა.