"გარეჯთან დაკავშირებული პრობლემები უნდა გავარკვიოთ და დავარეგულიროთ", -განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისაას. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა აღნიშნულ თემას Aაზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დააყენებს.
,,დავით გარეჯის საკითხს Aაზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას აუცილებლად დავსვამთ და ამ საკითხს მეგობრულად ორი სახელმწიფო დავიწყებთ და მგონია, ურთიერთობებს გავარკვევთ. გარეჯთან დაკავშირებული პრობლემები უნდა გავარკვიოთ და დავარეგულიროთ და კითხვები რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობს მოვხსნათ", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მარტივი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანში 26 დეკემბერს ჩადის და შეხვედრებს პრეზიდენტთან და პრემიერთან გამართავს.